01

თუ წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს წარმატებით დაასრულებთ, თქვენ

მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას, გაიცნობთ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს, დაიმსახურებთ HIGHLANDER-ის სერტიფიკატს, სამკერდე ნიშანსა და პინს.

02

რა ხანგრძლივობისაა ღონისძიება?

ეს სათავგადასავლო ლაშქრობაა და არა - შეჯიბრება. ყველა ფორმატი სრულდება ერთსა და იმავე დროს - 20 ივლისს.

03

ცუდი ამინდის მიუხედავად, მაინც გაიმართება HIGHLANDER-ის ღონისძიება?

დიახ.

ონლაინ რეგისტრაცია - ადგილზე რეგისტრაცია - სტარტი

01

როგორ დავრეგისტრირდე?

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია ღონისძიების ვებგვერდზე. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ - სადებეტო ან საკრედიტო ბარათით.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ასე რომ, არ დაკარგოთ შესაძლებლობა და ახლავე დარეგისტრირდით თქვენი ცხოვრების საუკეთესო თავგადასავალზე!

02

როგორ შემიძლია ჯგუფური რეგისტრაცია?

ჯგუფური რეგისტრაცია შესაძლებელია  3+1 რაოდენობით:

  • 3+1 ნიშნავს, რომ 4 წევრიანი გუნდიდან - 3-ის საწევროს იხდით, ხოლო 1 არის უფასო.
  • აირჩიეთ გუნდის წევრი, რომელიც ყველას მაგივრად გადაიხდის. ეს ადამიანი იქნება გუნდის კაპიტანი. გადახდის დროს, შესაძლებლობა გექნებათ, გუნდის სახელიც მიუთითოთ და კოდიც შეიყვანოთ.
  • თქვენი გუნდის სახელსა და კოდს თქვენს გუნდის დანარჩენ 3 წევრს გაუზიარებთ, რომლებიც გუნდის წევრებად დარეგისტრირდებიან.
  • გუნდის წევრების რეგისტრაციის ღირებულება იქნება €0, მაგრამ რეგისტრაციის დროს აუცილებლად მოუწევთ გუნდის სახელისა და კოდის შეყვანა.  
  • გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობაა 4. უფრო ნაკლები ადამიანიც შეიძლება, მაგრამ მეტი - არცერთ შემთხვევაში. ჯგუფის წევრების ნაკლები რაოდენობის შემთხვევაში, ფინანსური შეღავათი არ მოქმედებს.

03

ღონისძიების ტრანსფერი/ღონისძიებიდნ გამოთიშვა/ეტაპობრივი გადახდის გეგმა:

გთხოვთ, შესაბამისი ინფორმაცია იხილოთ ბმულზე.

04

ვინმეს შეუძლია, რომ ჩემ მაგივრად დარეგისტრირდეს?

არა, ყველა მონაწილე თავად უნდა დარეგისტრირდეს და ხელი მოაწეროს „მონაწილის პასუხისმგებლობის ფურცელს“. რეგისტრაცია უნდა განხორცილდეს სარეგისტრაციო პუნქტის სამუშაო საათების განმავლობაში.

05

არის, თუ არა ასაკობრივი ზღვარი მონაწილეებისთვის?

დიახ, მონაწილე უნდა იყოს 18 წლის. თუ არეგისტრირებთ მცირეწლოვან მონაწილეებს, გთხოვთ, პირველ რიგში, დაუკავშირდეთ ღონისძიების ორგანიზატორს. არასრულწლოვნები არიან დაშვებული ღონისძიებაზე, მხოლოდ და მხოლოდ, მშობლის/მეურვის თანხლებით. გთხოვთ, ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი, შეავსოთ საჭირო ინფორმაცია და შეინახოთ PDF ფორმატი. მოგვიანებით კი, როდესაც მშობელი/მეურვე დარეგისტრირდება, დაუკავშირდით ორგანიზატორს ელექტრონულ მისამართზე: georgia@highlanderadventure.com, გაუგზავნეთ ეს PDF ფაილი და დაელოდეთ მომდევნო ინსტრუქციას არასრულწლოვნის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. 

06

არ მიმიღია დასტურის წერილი - სად შემიძლია მისი ნახვა?

მონაწილეობაზე დასტურის წერილი ავტომატურად იგზავნება გადახდის განხორციელების შემდეგ. შეამოწმეთ შემოსული შეტყობინებები და სპამი. თუ არ მიგიღიათ დასტურის წერილი, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ორგანიზატორს ელექტრონულ მისამართზე: georgia@highlanderadventure.com

07

როგორ შევცვალო ჩემი პირადი მონაცემები (მისამართი, ელ.ფოსტა..)?

თუ ღონისძიებაზე პირველად რეგისტრირდებით Active.com პლატფორმის მეშვეობით, უნდა შექმნათ თქვენი პროფილი. შემდეგ მიიღებთ წვდომას ყველა რეგისტრირებულ ღონისძიებაზე და საჭიროების შემთხვევაში, პირადი მონაცემების ჩასწორების შესაძლებლობა გექნებათ.

  •  შედით https://myevents.active.com-ზე.
  • გადახედეთ არსებული ღონისძიებების სიას
  • აირჩიეთსარეგისტრაციო ინფორმაციის დამატება
  • შეიტანეთ ცვლილებები მომხმარებელთა შეკითხვებში და ..
  • შეინახეთ ცვლილებები

თუ გჭირდებათ სხვა ინფორმაციის შეცვლა (მაგ. ელექტრონული მისამართი), გთხოვთ, დაუკავშირდეთ ორგანიზატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: georgia@highlanderadventure.com

08

როგორია ადგილზე რეგისტრაციის პროცედურა?

სტარტამდე, ყველა მონაწილემ ადგილზე სავალდებულო რეგისტრაცია უნდა გაიაროს, რომ მიიღოს მონაწილის ნაკრები და საკვები. მონაწილის ნაკრებს ელექტრონული შეტყობინებით არ გაწვდით. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ღონისძიებამდე 1 კვირით ადრე შეტყობინებას მიიღებთ.

09

სტარტამდე ტრანსპორტირებას ორგანიზატორი უზრუნველყოფს?

სტარტამდე ტრანსპორტირებას ორგანიზატორი უზრუნველყოფს. სატრანსპორტო საშუალებაში ძაღლები დაშვებულია. შეამოწმეთ ტრანსპორტირებისა და განთავსების ველი დეტალური განრიგის გასაგებად.

10

საქართველოში ვრჩები ღონისძიების შემდეგ. უზრუნველყოფს, თუ არა HIGHLANDER ტრანსპორტირებას ჩემი შემდეგი დანიშნულების ადგილამდე ?

არა.

ორგანიზატორი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მხოლოდ HIGHLANDER-ის სასტარტო ადგილამდე და ფინიშიდან სტარტამდე. ტრანსპორტირებას ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე, ორგანიზატორი არ უზრუნველყოფს.

რა წამოვიღო

01

ღონისძიებაზე რა ტიპის საკვების მიღება შემიძლია?

ეს თქვენსა და თქვენს ორგანიზმზეა დამოკიდებული. ყველას საკუთარი კვებითი ჩვევები გვაქვს და სხვადასხვანაირად ვნაყრდებით. თითოეული მონაწილისთვის ორგანიზატორი საბანაკე საკვებს უზრუნველყოფს, რომელიც სტარტსა და საკონტროლო პუნქტებში იქნება ხელმისაწვდომი. როგორც ვეგეტარიანული, ისე - არავეგეტარიანული. ვეგანური და უგლუტენო საკვები ხელმისაწვდომი არ იქნება.

თუ ღონისძიებაზე ძაღლიც თან მოგყავთ, გთხოვთ, მისი საკვები თან იქონიოთ.

02

ძაღლის წამოყვანა შემიძლია?

რა თქმა უნდა!

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საკვებთან ერთად, ძაღლისთვისაც გქონდეთ სასმელი წყალი.

ძაღლის წამოსაყვანად, დამატებითი საფასურის გადახდა არ გიწევთ.

ძაღლები, ასევე, დაშვებულია სტარტამდე და ფინიშიდან მესტიამდე ტრანსპორტირებისას.

03

დრონის წამოღება შემიძლია?

ვიცით, რომ ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება, დაუვიწყარი თავგადასავლის დრონით აღბეჭდვა სურდეს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ დრონები, სამწუხაროდ, დაუშვებელია.

04

რა ტიპის სამოსი უნდა წამოვიღო?

მთაში ცვალებადი ამინდია. თან იქონიეთ როგორც მშრალი ამინდის, ასევე თბილი ტანსაცმელი, მათ შორის, ქუდი, ხელთათმანები, გრძელმკლავიანი მაისური, სალაშქრო შარვალი, წყალგაუმტარი შარვალი და ქურთუკი.

მარშრუტი

01

არასდროს ვყოფილვარ ლაშქრობაზე, მაგრამ ფიზიკურად მომზადებული ვარ. შემიძლია დარეგისტრირება?

რა თქმა უნდა!

HIGHLANDER არ არის შექმნილი მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენებისა და მთამსვლელებისათვის. ის, ასევე, განკუთვნილია ბუნების მოყვარულთათვის, რომლებსაც სწყურიათ აქტიურობა და თავგადასავალი. HIGHLANDER ძალიან უსაფრთხო და არცთუ რთული ლაშქრობაა. სავალდებულოა ლაშქრობის მინიმალური გამოცდილება. ჩვენ გირჩევთ, დაიწყოთ წინასწარი მომზადება ღონისძიებამდე რამდენიმე თვით ადრე.

02

როგორ შემიძლია მაქსიმალურად მოვემზადო HIGHLANDER სვანეთისთვის?

ყველა მონაწილე ფიზიკურად მომზადებული უნდა იყოს მარშრუტის მშვიდობიანად გავლისთვის. ჩვენ გირჩევთ, გაიაროთ 50-100 კმ მთებში HIGHLANDER Pegasus-მდე და 25-50 კმ HIGHLANDER Orion-მდე რამდენიმე თვით ადრე, რათა მოემზადოთ ამ თავგადასავლისთვის.

ამასთან, უნდა შეძლოთ მძიმე ზურგჩანთის ტარება (დაიწყეთ ვარჯიში 5-7 კგ-ით და თანდათან მოუმატეთ წონას 15-17 კგ-მდე). დარწმუნდით, რომ ფეხსაცმელი, რომლითაც აპირებთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას, ძალიან კომფორტულია.

როგორ უნდა მოემზადოთ, ნახეთ აქ.

03

არის, თუ არა სატელეფონო კავშირი მონიშნულ ბილიკზე?

ზოგადად, არის. თუმცა, არის ადგილები, სადაც სატელეფონო კავშირი ვერ მყარდება.

04

რამდენად რთულია მარშრუტი?

მნიშვნელოვანია, მიჰყვეთ მარშრუტებსა და საფეხმავლო ბილიკებს. ყოველთვის გამოიყენეთ რუკა თქვენივე უსაფრთხოებისთვის. მარშრუტს რაც შეეხება, დეტალურ ინფორმაციას იხილავთ ბმულზე.

05

თითოეულ საკონტროლო პუნქტში უნდა გავჩერდე?

დიახ, თქვენ უნდა შეაგროვოთ საკონტროლო პუნქტებში არსებული ყველა ბეჭედი.

საკონტროლო პუნქტები განსაზღვრულ დროს იხსნება. პერსონალი დაგიფიქსირებთ ბეჭედს თქვენს HIGHLANDER მოწმობაში. პერსონალის არასამუშაო საათებში თავად ჩაარტყამთ ბეჭედს თქვენს მოწმობაში.

06

საჭიროა, თუ არა ჩემი კარვის დადგმა საკონტროლო პუნქტებთან ახლოს?

საბანაკე ტერიტორიის ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ განთავსება.

07

ძილისთვის განკუთვნილი ადგილები იქნება მონიშნული?

დაბანაკებისათვის განკუთვნილი ადგილები თითოეულ საკონტროლო პუნქტსა და მის სიახლოვეს მონიშნულია.

08

შემიძლია მთაში არსებულ საცხოვრებლებსა ან ქოხებში დაძინება?

არა. დაძინება ნებადართულია მხოლოდ კარვებსა და საძილე ტომრებში, რომლებიც HIGHLANDER-ის ყველა მონაწილისათვის სავალდებულო აღჭურვილობას წარმოადგენს. მთაში არსებულ საცხოვრებლებსა და ქოხებში ადგილები შეზღუდულია და HIGHLANDER-ის ყველა მონაწილე იქ ვერ განთავსდება.

კარავში დაძინება განსაკუთრებული გამოცდილებაა და ლაშქრობის თავგადასავლის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია.

09

სპეციალური სალაშქრო ჯოხების წამოღება კარგი აზრია?

მშვენიერი იდეაა!

10

რა მოხდება, თუ აღჭურვილობასთან დაკავშირებული პრობლემა შემექმნება?

საკონტროლო პუნქტებში არსებული პერსონალი მომზადებულია ასეთი შემთხვევებისთვის. შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ მათ, თუ თქვენი აღჭურვილობა დაზიანდა.

11

შემიძლია, რომ ჩემი აღჭურვილობა სხვა მონაწილეებს გავუზიარო?

დიახ. აღჭურვილობა, რომლის გაზიარებაც შეგიძლიათ, მოიცავს: კარავს, გაზზე/ბენზინზე/სპირტზე მომუშავე ქურას, კომპასს, პირველადი დახმარების ნაკრებს. მონაწილეები, რომლებიც იზიარებენ აღჭურვილობას, უნდა მივიდნენ საკონტროლო პუნქტებსა და ფინიშამდე, არაუმეტეს, 30 წუთის სხვაობისა.

საკონტაქტო ინფორმაცია

01

ვის დავუკავშირდე კითხვების შემთხვევაში?

გთხოვთ, დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს მისამართზე: georgia@highlanderadventure.com

Hikers exercising

BECOME A PART OF
THE HIGHLANDER COMMUNITY!

Get the latest info about events, discounts, and educational content.

Read about all things encompassed in the Adventure of a Lifetime!

HIGHLANDER ADVENTURE

245 Park Avenue, New York, NY

info@highlanderadventure.com

Terms of ServicePrivacy PolicyFAQContact

HIGHLANDER ADVENTURE

245 Park Avenue, New York

info@highlanderadventure.com