01

სავალდებულო აღჭურვილობა

მონაწილის სავალდებულო აღჭურვილობა სასტარტო ზონაში, ღონისძიების დაწყებამდე მოწმდება.

მონაწილეები, რომლებსაც ეკიპირების შემოწმებისა და ღონისძიების მსვლელობისას ორგანიზატორების მიერ მოთხოვნილი ეკიპირების ერთეული დააკლდებათ, დისკვალიფიცირდებიან. არ გადაეცემათ HIGHLANDER-ის პინი, მედალი და სერტიფიკატი.

  • კარავი ან საძილე ტომრის წყლისგან დამცავი შალითა, ან ჰამაკი, ასევე, წყალგაუმტარი ტენტი
  • საძილე ტომარა (არ არის აუცილებელი წყლისგან დამცავი შალითის არსებობის შემთხევაში)
  • საძილე მატრასი/ქვეშაგი (არ არის აუცილებელი წყლისგან დამცავი შალითის არსებობის შემთხევაში, რომელშიც მატრასიც ინტეგრირებულია)
  • პირადი დანა, ჩანგალი, კოვზი
  • სამზარეულოს ნაკრები: სალაშქრო ქურა - გაზზე, ბენზინზე ან ალკოჰოლზე მომუშავე
  • წყლის ფილტრები/ წყლის ბოთლი, მინუმუმ, 2 ლიტრიანი
  • კლიმატისა და რელიეფისთვის შესაბამისი თბილი, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
  • კომპასი
  • პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები: ბინტი, ელასტიკური ბინტი, პლასტირი, ლეიკოპლასტირი, სამედიცინო მარლა (სტერილური), ანტისეპტიკური სითხე, მწერების საწინააღმდეგო საშუალება, მზისგან დამცავი საშუალება, ტკივილგამაყუჩებელი
  • ფოლგის საბანი თერმორეგულაციის შესანარჩუნებლად

02

რეგისტრაცია მოიცავს

ზოგიერთი აღჭურვილობა შესაძლებელია, მაქსიმუმ, 4 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა გაინაწილოს.

ასეთ შემთხვევაში, ჯგუფის წევრებმა ფინიშის ხაზი უნდა გადაკვეთონ, არაუმეტეს, 30 წუთის დროის სხვაობით. მონაწილეებმა, ინფორმაცია აღჭურვილობის გაზიარებაზე, ღონისძიების ორგანიზატორებს რეგისტრაციის დროს უნდა აცნობონ.

  • კარავი
  • სალაშქრო ქურა
  • კომპასი
  • Პირველადი დახმარების ნაკრები

03

რეგისტრაცია მოიცავს

თქვენ შეგიძლიათ, დამატებითი ბარგი ჩვენთან, რეგისტრაციის გავლის დროს დატოვოთ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზატორი არ არის პასუხისმგებელი იმ დაკარგულ ნივთებზე, რომელიც მისთვის არ ჩაგიბარებიათ.

მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად მივიდნენ დანიშნულ დროს სასტარტო ზონასთან.

  • სამთო-სამაშველო სამსახური
  • სამჯერადი კვება დღეში
  • HIGHLANDER Pegasus-ის მოწმობა - დეტალური მარშრუტი, ინფორმაცია საკონტროლო პუნქტებზე (ბეჭდის ჩასარტყმელი ადგილი)
  • HIGHLANDER-ის სამკერდე ნიშანი (ან მედალი)
  • HIGHLANDER-ის მონაწილეობის სერტიფიკატი
  • HIGHLANDER-ის მარშრუტის დეტალური რუკები
  • HIGHLANDER-ის რუკის წყალგაუმტარი ჩანთა/შალითა
  • HIGHLANDER-ის ბრენდირებული სამკერდე ნიშანი
  • სანომრე ნიშანი - მონაწილისთვის, ჩანთისთვის
  • საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობები
  • გამართული ინფრასტრუქტურა სტარტზე, ფინიშსა და საკონტროლო პუნქტებზე

04

წესების დარღვევა

მონაწილეები არ მიიღებენ HIGHLANDER-ის პინს, მედალსა ან სერტიფიკატს რომელიმე აღნიშნულ გარემოებაში.

მონაწილეები დისკვალიფიცირებულები იქნებიან შემდეგ პირობებში:

  • ჯგუფის წევრები, რომლებიც აღჭურვილობას ინაწილებენ, ფინიშის ხაზს 30 წუთზე მეტი დროის ინტერვალით გადაკვეთენ
  • ორგანიზატორს აღჭურვილობის შემოწმებაზე უარს განუცხადებენ
  • მოთხოვნილ აღჭურვილობას სრულად ვერ წარმოადგენენ
  • გარემოს დააბინძურებენ
  • ცეცხლს დაანთებენ (სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა)
  • დაიძინებენ ან საკვებს მოამზადებენ მთაში არსებულ საცხოვრებელ შენობებში
  • ითხოვებენ აღჭურვილობას მთაში არსებული საცხოვრებელი შენობებიდან, მოსახლეობისგან
  • ზემოთ აღნიშნული დარღვევების შემთხვევაში, მონაწილე არ მიიღებს HIGHLANDER-ის სამკერდე ნიშანს, მედალსა და სერტიფიკატს

05

საკვები

HIGHLANDER Georgia გთავაზობთ ვეგეტარიანულ და არავეგეტარიანულ საკვებს.

საკვები გადმოგეცემათ მცირე შეფუთვებში, რომლებიც ადვილად მოთავსდება ზურგჩანთაში.

თითოეული მონაწილე უზრუნველყოფილი იქნება დღეში სამჯერადი კვებით. საკვების ულუფა შეესაბამება ზრდასრული ადამიანის საჭიროებებს. გირჩევთ, თან იქონიოთ წასახემსებლები, ჩირები და მსგავსი პროდუქტები, ორგანიზატორის მიერ უზრუნველყოფილ საკვებთან ერთად.

06

წყალი

სტარტზე საკუთარი წყალი (2-4ლ) უნდა მოიტანოთ. დასალევი წყალი ხელმისაწვდომი იქნება საკონტროლო პუნქტებში.

ზოგადად, მთის წყალი დასალევად ვარგისია, მაგრამ გირჩევთ, თან იქონიოთ წყლის გამწმენდი საშუალებები (ტაბლეტები, წვეთები, ფილტრი).

07

ბივუაკი და დაბანაკება

ბივუაკის ადგილს საბანაკე ტერიტორიაზე მონაწილეები თავად ირჩევენ.

ორგანიზატორი განსაზღვრავს არასავალდებულო კემპინგის ადგილებს.

დასაძინებელი ადგილი უნდა მოეწყოს მხოლოდ მოთხოვნილი აღჭურვილობით: კარავი, ბრეზენტი, საძილე ტომრის წყლისგან დამცავი შალითა ან ჰამაკი.

ღამის გათენება ახლო მდებარე დასახლებულ პუნქტებში, მათთან საკვების მომზადება ან მათგან რაიმეს (აღჭურვილობის) თხოვება აკრძალულია.

08

ცეცხლი

სპეციალური საცეცხლური ადგილების გარდა, ცეცხლის ანთება აკრძალულია.

09

ნარჩენები

საკონტროლო პუნქტებში ნაგვის ურნები განთავსდება.

გარემოს დანაგვიანება და დაბინძურება მკაცრად აკრძალულია და გამოიწვევს მონაწილის დაუყოვნებლივ დისკვალიფიკაციას

მონაწილეებს შეუძლიათ, გამოიყენონ საკონტროლო პუნქტებსა და ახლო მდებარე შენობებში არსებული საპირფარეშოები

ბუნებაში ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფეკალური მასები უნდა ჩაიმარხოს მიწაში ან სრულად დაიფაროს ქვებით. საბანაკე ადგილებისგან, შენობებისა და ბილიკებისგან მოშორებით. ამ პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მონაწილე იქნება დისკვალიფიცირებული, მას არ გადაეცემა HIGHLANDER-ის მედალი, სამკერდე ნიშანი და სერტიფიკატი.

10

ძაღლები

ძაღლის თან წამოყვანა ღონისძიებაზე დაშვებულია.

$0არ არის საჭირო დამატებითი რეგისტრაციის საფასური

  • ძაღლი უნდა იყოს საბელზე
  • არ მოითხოვს დამატებით გადასახადს
  • თან უნდა იქონიოთ ძაღლის საკვები

11

მონაწილეობიდან გამოთიშვა

სერიოზული ტრავმის ან სიარულის შეუძლებლობის შემთხვევაში, თუკი სატელეფონო კავშირიც გაწყვეტილია, ორგანიზატორის ან სხვა მონაწილის დახმარებით უნდა მოახდინოთ ინფორმაციის მიწოდება საკონტროლო პუნქტამდე, შემდგომი დახმარების აღმოსაჩენად.

თუ სატელეფონო კავშირი ხელმისაწვდომია, სერიოზული ტრავმის ან სიარულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უნდა დაურეკოთ სასწრაფო დახმარებას ნომერზე 112.

თუ მონაწილე ტრავმის გარდა, სხვა მიზეზით ტოვებს ლაშქრობას, ის უნდა მივიდეს გზამდე, ან დაბრუნდეს საკონტროლო პუნქტთან.

მონაწილე, რომელიც დაზიანების გარდა, სხვა მიზეზით გამოეთიშა ლაშქრობას, თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ტრანსპორტირებაზე. ორგანიზატორი არ არის ვალდებული, მისი ტრანსპორტირება უზრუნველყოს.

ორგანიზატორი წესების შეცვლის უფლებას იტოვებს

Hikers exercising

BECOME A PART OF
THE HIGHLANDER COMMUNITY!

Get the latest info about events, discounts, and educational content.

Read about all things encompassed in the Adventure of a Lifetime!

HIGHLANDER ADVENTURE

245 Park Avenue, New York, NY

info@highlanderadventure.com

Terms of ServicePrivacy PolicyFAQContact

HIGHLANDER ADVENTURE

245 Park Avenue, New York

info@highlanderadventure.com