გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ თანხის გადარიცხვის, გადავადებისა და ღონისძიებიდან გამოთიშვის პოლიტიკას, ასევე, იხილეთ მონაწილეობის სხვადასხვა შესაძლებლობები.

ტრანსფერი

თუ გსურთ, თქვენი რეგისტრაცია გადასცეთ სხვა მონაწილეს, ან მონაწილეობა მიიღოთ სხვა ღონისძიებაში, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს.

ინდივიდულური საწევროს ტრანსფერი

  • საწევროს ტრანსფერი შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე  ჯგუფური რეგისტრაციის დროს 
  • საწევროს ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, ახალ მონაწილეს აქვს შემდეგი შეზღუდვები: 
  1. მონაწილის ხელახალი ტრანსფერი 
  2. ღონისძიების ტრანფერი 
  3. თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება 
  4. გადავადება 
  • საწევროს ტრანსფერის შემთხვევაში, ახალ მონაწილეს დაეკისრება  30 ევროს  ოდენობის დამატებითი გადასახადი ( + 7%  Active-ის გადასახადი) 
  • საწევროს ტრანსფერი შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე 15 დღით ადრე. ვადები შეამოწმეთ აქ 

ღონისძიების ტრანსფერი

  • ღონისძიების ტრანსფერი ნებადართულია მხოლოდ სხვა ღონისძიებებზე იმავე  ქვეყნის ფარგლებში, იმავე კალენდარულ წელს 
  • ღონისძიების გადაცემის გამოსყიდვის შემდეგ, მონაწილე კარგავს უფლებას, განახორციელოს:
  1. მონაწილის ტრანსფერი 
  2. ღონისძიების ხელახალი ტრანსფერი 
  3. თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება 
  4. გადავადება 
  • ტრანსფერი სხვა ქვეყანაში არ არის დაშვებული 
  • ღონისძიების ტრანსფერის შემთხვევაში, დაგეკისრებათ 30 ევროს ოდენობით დამატებითი გადასახადი (+ 7% Active პლატფორმის გადასახადი) 
  • თუ ტრანსფერი განხორციელდება ძვირადღირებული ღონისძიებიდან დაბალი საფასურის მქონე ღონისძიებაზე, მონაწილეს არ აუნაზღაურდება ფასის სხვაობა
  • თუ ტრანსფერი განხორციელდება დაბალი ფასის მქონე ღონისძიებიდან ძვირადღირებულ ღონისძიებაზე, მონაწილემ უნდა გადაიხადოს სხვაობა, ღონისძიების ტრანსფერის გადასახადი 30 ევროს ოდენობით და  + 7% Active პლატფორმის გადასახადი 
  • ტრანსფერის განხორციელება ღონისძიებაზე, სადაც ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის, შეუძლებელია 
  • ღონისძიების ტრანსფერი შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალური მონაწილეებისთვის. ღონისძიების ტრანსფერი შეუძლებელია პრომო ან ჯგუფური რეგისტრაციის დროს 
  • მონაწილეებს შეუძლიათ ღონისძიებიდან გათიშვა ღონისძიების დაწყებამდე 45 დღით ადრე (რომელზეც მონაწილე თავდაპირველად დარეგისტრირდა). ვადები შეამოწმეთ აქ 

სატრანსფერო პროცედურები 

გთხოვთ, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს, თუ გსურთ ტრანსფერი სხვა ღონისძიებაზე: 

  • შეავსეთ ღონისძიების ტრანსფერის ან ინდივიდუალური საწევრო ტრანსფერის ფორმა, რომელსაც იპოვით ამავე გვერდის ბოლოს ან ამ ბმულზე 
  • შევსებული ფორმის გაგზავნის შემდეგ, მიიღებთ დამადასტურებელ წერილს Active-სგან
  • შეამოწმეთ თქვენი სპამი. თუ არ მიგიღიათ დამადასტურებელი იმეილი,  გთხოვთ, ხელახლა შეავსოთ ფორმა ან დაუკავშირდეთ georgia@highlanderadventure.com-ს
  • თქვენი მოთხოვნა დამუშავდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში. თქვენ მიიღებთ ცალკე წერილს Active-სგან ახალი ღონისძიებისთვის პერსონალიზებული სარეგისტრაციო ბმულით
  • მოწვევის გაააქტიურების შემდეგ, თქვენ მიიღებთ საბოლოო დამადასტურებელ წერილს Active-სგან

გამოთიშვა 

გთხოვთ, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს, თუ გსურთ ღონისძიებიდან გამოთიშვა. 

ღონისძიებიდან გამოთიშვა

თუკი გეგმავთ, რომ გამოეთიშოთ ღონისძიებას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ „გამოთიშვის მოთხოვნის“ შევსების დედლაინი:

  • ღონისძიებამდე 45 დღით ადრე ანაზღაურდება საწევრო გადასახადის 50 % 
  • საწევრო გადასახადი არ ანაზღაურდება, თუკი ღონისძიებამდე 45 დღეზე ნაკლებია დარჩენილი 

გთხოვთ, შეამოწმოთ ვადები ბმულზე. 

თანხა დაგიბრუნდებათ რეგისტრაციის დროს გამოყენებულ საკრედიტო ბარათზე.

ღონისძიებიდან გამოთიშვის პროცედურები

გთხოვთ, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს, თუ გსურთ ღონისძიების გამოთიშვა:

  • შეავსეთ ღონისძიებიდან გამოთიშვის ფორმა, რომელსაც იპოვით ამავე გვერდის ბოლოს ან ამ ბმულზე  
  • შევსებული ფორმის გაგზავნის შემდეგ, მიიღებთ დამადასტურებელ წერილს Active-სგან.
  • შეამოწმეთ თქვენი სპამი. თუ არ მიგიღიათ დამადასტურებელი იმეილი,  გთხოვთ, ხელახლა შეავსოთ ფორმა ან დაუკავშირდეთ georgia@highlanderadventure.com -ს . 
  • თქვენი მოთხოვნა დამუშავდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ჰაილენდერის ადგილობრივი გუნდისგან, თანხის დაბრუნების თაობაზე. 
  • თქვენ, ასევე, მიითღებთ ღონისძიებიდან გამოთიშვის დასტურს Active-სგან.

გადავადება 

თუ გსურთ რეგისტრაციის გადავადება, გთხოვთ, გაეცნოთ წესებს. 

რეგისტრაციის გადავადების ვარიანტები

  • რეგისტრაციის გადავადება შესაძლებელია მომდევნო კალენდარულ წელს მხოლოდ იმავე ქვეყანაში დაგეგმილ ღონისძიებაზე  
  • რეგისტრაციის გადავადება მომდევნო წელზე შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდურად დარეგისტრირებული მონაწილეებისთვის ( იმ შემთხვევაში, თუკი მთელი გუნდი გადაავადებს რეგისტრაციის თარიღს) 
  • რეგისტრაციის გადავადების შემთხვევაში, მონაწილეს შემდეგი შეზღუდვები აქვს: 
  1. მონაწილის ტრანსფერი 
  2. ღონისძიების  ტრანფერი 
  3. თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება 
  4. რეგისტრაციის ხელახალი გადავადება 
  • გადავადების ვარიანტები ხელმისაწვდომია ღონისძიების დაწყებამდე 45 დღით ადრე. ვადები შეამოწმეთ აქ 

რეგისტრაციის გადავადების პროცედურები

გთხოვთ, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს, თუ გსურთ რეგისტრაციის გადავადება:

  • შეავსეთ რეგისტრაციის გადავადების ფორმა, რომელსაც იპოვით ამავე გვერდის ბოლოს ან ამ ბმულზე  
  • შევსებული ფორმის გაგზავნის შემდეგ, მიიღებთ დამადასტურებელ წერილს Active-სგან.
  • შეამოწმეთ თქვენი სპამი. თუ არ მიგიღიათ დამადასტურებელი იმეილი, გთხოვთ, ხელახლა შეავსოთ ფორმა ან დაუკავშირდეთ georgia@highlanderadventure.com -ს
  • თქვენი მოთხოვნა დამუშავდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ჰაილენდერის ადგილობრივი გუნდისგან, როდესაც რეგისტრაციის გადავადების პროცესი შესრულდება. მომდევნო წლის რეგისტრაციის გახსნის შემდეგ, მიიღებთ ახალ სარეგისტრაციო ბმულს  
  • თქვენ, ასევე, მიიღებთ რეგისტრაციის გადავადების დამადასტურებელ შეტყობინებას Active-სგან. 

ეტაპობრივი გადახდის გეგმა

თუ გსურთ რეგისტრაციის გადავადება, გთხოვთ, გაეცნოთ წესებს: 

გადახდის გეგმა-წესები და რეგულაციები

  • სხვა ღონისძიებებზე ტრანსფერი შესაძლებელი იქნება სამივე გადახდის შემდეგ
  • ღონისძიებიდან გამოთიშვის შესაძლებლობა: ღონისძიებიდან გამოთიშვის წესები მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხორციელებულია სამივე გადახდა (ღონისძიებამდე 45 დღით ადრე ანაზღაურდება საწევრო გადასახადის 50%)
  • ეტაპობრივი გადახდის გეგმა შესაძლოა ღონისძიების თარიღამდე 90 დღით ადრე
  • ეტაპობრივი გადახდის გეგმა ხელმისაწვდომია მხოლოდ HIGHLANDER Pegasus ღონისძიებებისთვის 
  • ეტაპობრივი გადახდის გეგმა ხელმისწვდომია მხოლოდ ინდივიდუალური რეგისტრაციებისთვის 
  • ეტაპობრივი გადახდის გეგმა არ ვრცელდება სასაჩუქრე ვაუჩერებზე

ეტაპობრივი გადახდის პროცედურები

  • ამ ვარიანტის არჩევა შესაძლებელია რეგისტრაციის დროს, გადახდის განყოფილებაში
  • რეგისტრაციის შემდეგ, შედით თქვენს Active  პროფილში - „„ჩემი ღონისძიებები“, რომ ნახოთ მიმდინარე გადახდის გეგმები, განაახლოთ თქვენი საკრედიტო ბარათი, ან გადაიხადოთ დარჩენილი თანხა

ღონისძიების გაუქმება

  • თუ ღონისძიების ორგანიზატორი გადადებს ან გააუქმებს ღონისძიებას ღონისძიების ოფიციალურ თარიღამდე, ორგანიზატორის კონტროლს მიღმა არსებული მიზეზების გამო (სტიქიური მიზეზები, ომი, რევოლუცია თუ სხვა საფრთხის შემცველი გარემოებები) მონაწილეთა რეგისტრაცია გადაიდება იმავე ქვეყნის ღონისძიებისა და ფორმატის მომავალ თარიღამდე.
  • თუ ორგანიზატორი გადადებს, შეცვლის ან გააუქმებს ღონისძიებას ღონისძიების ოფიციალურ თარიღამდე, ორგანიზატორის კონტროლქვეშ მყოფი მიზეზების გამო (სხვა მიზეზები, რომლებიც ზემოთ არ არის ნახსენები), მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ სრული ანაზღაურება (Active.com-ის 7%-ის გამოკლებით, რეგისტრაციის პლატფორმის საფასური).

რეგისტრაციის გავლით, მონაწილეები ადასტურებენ თანხმობას შემდეგზე:

  • ზემოთ მოცემული მომსახურების პირობები;
  • ღონისძიების ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მსურველის სარეგისტრაციო განაცხადი გააუქმოს ნებისმიერ ფორმატზე. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი პირდაპირ უარს ამბობს ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც მონაწილის საფასურის ოდენობას აღემატება და რომელიც წარმოიქმნება სარეგისტრაციო განაცხადის უარყოფით ან გაუქმებით.
  • არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია მონაწილეს (ან ვინმეს მისი სახელით) ღონისძიების პროდიუსერის, Avantura života d.o.o.-ს, მისი უფლებამოსილი პირების ან მისი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე: (ა) გამოიყენოს ღონისძიების პროდიუსერის, Avantura života d.o.o-ს ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრება. (ბ) გაყიდოს, გაავრცელოს, ან აწარმოოს ნებისმიერი პროდუქტი, ღონისძიება, საქონელი, ვებსაიტები ან სერვისები, რომლებიც ღონისძიების ბრენდირებულ მასალებს წარმოადგენს. მით უფრო, თუ სპორტთან, ვარჯიშთან, ლაშქრობასთან მწარმოებელს რაიმე კავშირი აქვს;
  • მომსახურების პირობები ექვემდებარება ხორვატიის კანონებს, როგორც ეს არის განმარტებული ხორვატიის კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციით საქონლის საერთაშორისო გაყიდვის ხელშეკრულებების შესახებ. ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, ყველა დავა, მათ შორის დავები, რომელიც ეხება ამ შეთანხმების კანონიერი მიღწევის, დარღვევის ან შეწყვეტის საკითხებს, ისევე როგორც მისგან წარმოშობილ სამართლებრივ შედეგებს, დაევალება საკითხის გადაჭრა შერიგების გზით, შერიგების წესების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ეს დავები არ გადაწყდება შერიგების გზით, შერიგების პროცედურის დაწყების დღიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ სხვა ვადაში, ეს დავები გადაწყდება არბიტრაჟის წესით.
  • მონაწილეები აცნობიერებენ და ადასტურებენ თავიანთ პასუხისმგებლობას სხვისი საკუთრების და/ან მატერიალურ და/ან არამატერიალურ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მესამე პირების დაზიანებით ან სიკვდილით (მათ შორის, ღონისძიების სხვა მონაწილეები, გათავისუფლებული თანამშრომლები/წარმომადგენლები და აშ), რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მათი ქმედებებით და/ან უმოქმედობით.

გადარიცხვის, გამოთიშვისა და გადავადების ფორმებისთვის

ᲓᲐᲐᲙᲚᲘᲙᲔ ᲐᲥ
Hikers exercising

BECOME A PART OF
THE HIGHLANDER COMMUNITY!

Get the latest info about events, discounts, and educational content.

Read about all things encompassed in the Adventure of a Lifetime!

HIGHLANDER ADVENTURE

245 Park Avenue, New York

info@highlanderadventure.com

Terms of ServicePrivacy PolicyFAQContact

HIGHLANDER ADVENTURE

245 Park Avenue, New York

info@highlanderadventure.com